|
2021-02-10 12:03:00, 373 ნახვა
საზოგადოება
ვაკის პარკში, რეაბილიტაციის პერიოდში, შინაური ცხოველებისთვის სასეირნო ტერიტორია გამოიყოფა
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის პერიოდში, ვაკის პარკში გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნება იქნება შესაძლებელი. როგორც მან თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი სრულად დაიკეტა. „ვაკის პარკი, არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სრულად დაიკეტა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი მოთხოვნა იყო, გამოგვეყო გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. ამ კომუნიკაციის შედეგად, დღეიდან გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების საშუალება მიეცემათ ადამიანებს, რეაბილიტაციის პერიოდში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამ სივრცის და მისი მდებარეობის შესახებ. სოციალური ქსელების, მედიის საშუალებით მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაკის პარკის სრულმასშტაბიან სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პირველ ეტაპზე, გარკვეული ზონები ეტაპობრივად დაიკეტა, ხოლო მასშტაბური სამუშაოებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დამსვენებლებისათვის პარკი სრულად დაიკეტა. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)