|
2021-02-09 15:36:48, 527 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერი დედაენის და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნო
დედაენის და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასასრულისკენ მიდის. სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად დაათვალიერა. „დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის, არაჩვეულებრივი სივრცეები შეიქმნა. დაირგო ხე-მცენარეები, ბავშვებისთვის განთავსდა ატრაქციონები, ასევე, მოეწყო სავარჯიშო სივრცეები, ძალიან დიდი სკეიტ პარკი, თავისი ღამის განათებებით, შეიქმნა საპიკნიკე სივრცეები. ეს ორი ბაღი, რომელიც მთლიანად მოწესრიგდა, ერთმანეთს გვირაბით დაუკავშირდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ საპარკე კულტურა შემოდის ჩვენს ქალაქში. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაშიც, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ ქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია სადემონტაჟო სამუშაოები, გარე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები, თარგების კორექცია, დაზიანებული საფარის აღდგენა და კეთილმოწყობა; მშრალი ხიდიდან სანაპიროზე ჩასასვლელ ორივე პანდუსზე მოწყობილია სანიაღვრე ქსელი და დაგებულია გზის ახალი საფარი; დასრულებულია მშრალი ხიდის ბურჯების სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე, მოწყობილია მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების მხატვრული მინათება. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოეწყო საზოგადოებრივი ტუალეტები, სავაჭრო სივრცეები, სარწყავი სისტემა, სანიაღვრე ქსელი, გარე განათების ქსელი, ელექტროსადენების ქსელი, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები, ბავშვთა სათამაშო მოედანი, ძაღლების სასეირნო მოედანი, შედგენილი დეკის ტერასა; დამონტაჟდა პარკის ინვენტარი; გაისხლა ხეები, დაირგო ნერგები და მოეწყო გაზონები. მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, დედაენის და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაცია პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნას, ძველი და ახალი რეაბილიტირებული ზონების ერთმანეთთან დაკავშირებას, ტურისტულად მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრის - მშრალი ხიდი და მიმდებარე არეალის ადაპტაციას სტუმრების და ძირითადი მომხმარებლების მოთხოვნებთან. ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე, რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს ასევე გაეცნენ ჩუღურეთისა და მთაწმინდის რაიონის გამგებლები და მაჟორიტარი დეპუტატები.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)