2021-02-09 12:31:38, 495 ნახვა
საზოგადოება
მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება
მეხუთედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„15 თებერვალს უკვე სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესში თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს ეს დღესვე დაურიგდებათ სკოლებს და ყველა სკოლა ამაზე მოახდენს კომუნიკაციას მშობლებთან“, – განაცხადა ჩხენკელმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან