11:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 18:45:36, 645 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - წულუკიანისგან მორიგი ბოღმა განცხადება მოვისმინეთ, სტრასბურგის გაწყვეტილებაში წინა ხელისუფლებამ ლომის წვლილი შეიტანა

„გასაკვირი არ არის ქალბატონი წულუკიანის მორიგი ბოღმა განცხადება ისეთ საკითხზე, რომელიც პირიქით ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, თეა წულუკიანის განცხადებას.

მისი თქმით, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა როგორც წინა ხელისუფლებამ, ისე ამჟამინდელმა.

„გასაკვირი არ არის ქალბატონი წულუკიანის მორიგი ბოღმა განცხადება ისეთ საკითხზე, რომელიც პირიქით ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს და რომელზეც ყველა უნდა შევეცადოთ, რომ პოზიტიური კომენტარი დავაფიქსიროთ და რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. ეხლა იმის გარკვევა, ვისი დამსახურება უფრო მეტად იყო და ამის მიწერა თავის თავზე, არის უბრალოდ იაფი პოლიტიკანის საქციელი, რაც ყველაზე კარგი დახასიათებაა, რომელიც ქალბატონ წულუკიანს შეიძლება მივცეთ.

კიდევ ერთხელ, ეს საქმე თავის დროზე იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, პრაქტიკულად ლომის წვლილი იქნა შეტანილი წინა ხელისუფლების მიერ, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს იყო მხოლოდ წინა ხელისუფლების დამსახურება. ყველა ამ ადამიანის დამსახურებაა და ყველას მადლობა ეკუთვნის, რომელმაც თავისი აგური დადო ამ დიდ გამარჯვებაზე. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მარტო თვითონ მიისაკუთრონ, როგორც მინიმუმ ვერ ხვდებიან რამდენამდ მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება და როგორ უნდა იქნას გამოყენებული როგორც ქვეყნის გასაერთიანებლად, ისე საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რომ არა, სტრასბურგში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს პირწმინდად ექნებოდა წაგებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics