00:46 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 18:10:40, 528 ნახვა

საზოგადოება
ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის შეხვედრა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შემთხვევათა მართვის კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო covid-19-ის პრევენციისა და მკურნალობისთვის  საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების  დანერგვის პერსპექტივას.

გარდა ამისა,  კლინიკური ჯგუფის წევრებმა პოსტკოვიდური  პერიოდის მონიტორინგის საკითებზეც ისაუბრეს, რაც კოვიდ 19-ის შემდგომ მენეჯმენტსა და მართვას ითვალისწინებს.

„შეხვედრაზე განვიხილეთ  მიმდინარე საკითხები, რომელიც კლინიკური შემთხვევების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება. ვისაუბრეთ , საქართველოში მონოკლონური ანტისხეულების  დანერგვის პერსპექტივაზეც. ამ მიმართულებით თანამშრომლობა უკვე შემოგვთავაზა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ. კლინიკურმა ჯგუფმა პოსტკოვიდური პერიოდის მონიტორინგის საკითხებზეც იმსჯელა, თუ რა გამოკვლევებია აუცილებელი ამ პერიოდში“, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics