|
2021-02-08 09:57:14, 656 ნახვა
საზოგადოება
სინოდი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებაზე იმსჯელებს - რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია
სინოდი 11 თებერვლას კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებაზე იმსჯელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის ექსპერტთა ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება. „კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ - ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველიერარქის არჩევნების დანიშვნას, რაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს მოკლე ვადებში მწყემსმთავრად დადგინებას ემსახურება. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იმისათვის, რათა კრემლის განზრახვა სრულყოფილად განხორციელდეს, აღნიშნული მზაობის ხელშეწყობისათვის იგეგმება დამატებითი საეპისკოპოსო კანდიდატების გამორჩევა, რომელნიც საწყისშივე მოტივირებული მისიით იმოქმედებენ რუსეთის გავლენის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის სინოდში. ეს არის რუსეთის მიერ ერთგვარი შურისძიება მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) მიერ რუსეთის ეკლესიისათვის საპროტესტო ნოტის გაგზავნის გამო, რაც პატრიარქის კურთხევით განხორციელდა. ჩვენი ძალისხმევით ამ წერილმა საერთაშორისო გამოხმაურება ჰპოვა, რამაც რუსეთის საპატრიარქო დიდად გააღიზიანა. გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას მავანთა დანაშაულებრივი მიზნების გამო და საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში გაბატონებულ ძალებს მოვუწოდებთ, რომ ხელი აიღონ მზაკვრული და მოღალატეობრივი გეგმის სისრულეში მოყვანისაგან და ნებისმიერი გადაწყვეტილების გზაზე მოქმედებისას დაეყრდნონ წმინდა წერილს, საღვთო გარდამოცემას, საეკლესიო ტრადიციასა და სჯულის კანონის ღვთივსულიერ პრინციპებს! აგრეთვე, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მიტროპოლიტ შიოს - ნებაყოფლობით დატოვოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თანამდებობა და თავიდან აარიდოს დედა-ეკლესიას მოსალოდნელი საფრთხეები და ინტრიგები, რომლის თანამონაწილეც წინააღმდეგ შემთხვევაში თავადაც გახდება. ვსასოებთ ყოვლადმოწყალე და მარადიულ მღვდელმთავარ იესო ქრისტეს, რომ ეკლესია, ერი და საზოგადოება თავიდან აირიდებს ხსენებულ ბოროტებასა და ფატალურ ხვედრს, რომელსაც მართლმადიდებლობის "ველიკოძერჟავული" აგრესიით მომართული მტრები მას უქადიან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)