12:27 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 09:50:47, 978 ნახვა

ომი უკრაინაში
გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა

გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კოვიდვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. N15 (ქსნის) და N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ მოცემულ დაწესებულებებში ინფიცირებული პირების უმეტესობა გამოჯანმრთელდა. კერძოდ,N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2340 ტესტიდან მხოლოდ 9 ტესტის პასუხი იყო დადებითი. შესაბამისად, ორი კვირის წინ გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 29 პატიმარი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება N15 პენიტენციურ დაწესებულებას, აქ ჩატარებული 1672 ტესტიდან ასევე 9 შემთხვევაში იყო პასუხი დადებითი, მაშინ, როდესაც ორი კვირის წინ ეს მონაცემი 40-ს შეადგენდა.

ამდენად, მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების დაფიქსირებისა, ვითარება პენიტენციურ სისტემაში კონტროლს ექვემდებარება, პენიტენციური სამსახური კი საზოგადოებას კვლავ სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომა შეზღუდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics