2021-02-07 21:10:22, 500 ნახვა
საზოგადოება
8 თებერვლიდან დევნილთა სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობას განაახლებს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით, 8 თებერვლიდან განაახლებს.
მუშაობას განაახლებენ სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოების მისაღები ცენტრებიც რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში. სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღები ცენტრი – ქ. თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N15ა
სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოები:
ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
ქ. რუსთავი, ცურტაველის ქ. N5ა;
ქ. ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),