12:41 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 10:09:42, 629 ნახვა

რეგიონი
სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე  შიდა ქართლის რეგიონში სალთვისის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

„სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტში  აღდგენითი სამუშაოები უტარდება სალთვისის მაგისტრალურ და წყალგამანაწილებელ არხებს საერთო სიგრძით 30 კილომეტრი. პროქტი ასევე მოიცავს რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას“, - განაცხადა დავით წითლიძემ.  

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში 2000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი სტაბილურად მოირწყვება.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების 7 სოფლის - (ქვემო ხვითი, ყელქცეული, ქარელი, ძლევიჯვარი, დირბი, ბრეთი, ბრეთის მეურნეობა) მოსახლეობა ისარგებლებს.

პროექტის ჯამური ღირებულებაა - 3 877 000 ლარი.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები  2022 წელს დასრულდება.   





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics