|
2021-02-06 10:05:15, 450 ნახვა
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან პარტნიორობის სტრატეგია განიხილა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკის პარტნიორობის სტრატეგია და კონკრეტული პრიორიტეტები, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მხარდაჭერის შესაძლო მიმართულებები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ შეხვედრაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის არსებულ ეფექტურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი საფინანსო ინსტიტუტის მხარდაჭერას, როგორიც მსოფლიო ბანკია, განსაკუთებით ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში. პრემიერ-მინისტრმა პანდემიის პერიოდში არაერთი მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის მსოფლიო ბანკს მადლობა გადაუხადა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ COVAX-პლატფორმის გარდა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფოსთან ვაქცინაზე დროული ხელმისაწვდომობის კუთხით და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და ხელშეწყობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ყურადღება გამახვილდა მსოფლიო ბანკის პორტფოლიოში არსებულ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, მსოფლიო ბანკის მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტზე, ადამიანური კაპიტალის განვითარების პროგრამაზე და ა.შ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მსოფლიო ბანკის პროგრამებმა საქართველოს მთავრობას ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის, კაპიტალის ბაზრის განვითარების, საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის რეფორმა და სხვა. გიორგი გახარიას შეფასებით, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას სახელმწიფო საწარმოების კომპლექსური რეფორმის განხორციელებასა და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მსოფლიო ბანკის მხრიდან დადასტურდა მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოში იმ სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მთავრობის უმთავრესი გეგმით – 2024 წლისთვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს პარტნიორობაზე განვითარების პოლიტიკის ოპერაციების ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურ ზრდასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, რასაც ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს მსოფლიო ბანკის რეაგირებას საქართველოს საჭიროებებზე, მათ შორის კოვიდ-19-ის პანდემიაზე სტრატეგიული რეაგირების ჩარჩოს ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს, რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული მოსახლეობის სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებს და ტურიზმის, როგორც საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი მამოძრავებელი ძალის აღდგენის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, საქართველო გახდეს სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, ამიტომ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეგიონული მნიშვნელობის პროექტების მხარდაჭერა, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც საერთაშორისო დონეზე ქვეყნის შესაბამისად პოზიციონირებას შეუწყობს ხელს. მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ვიდეოკონფერენციაში მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხრიდან მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი, ასევე განსახილველი თემების შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელები, როგორც მსოფლიო ბანკის სათავო, ასევე რეგიონული ოფისებიდან, ხოლო საქართველოს მხრიდან - ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)