|
2021-02-04 12:43:44, 615 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს
საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ საარჩევნო რეფორმის განხორციელებაში. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები საერთაშორისო ავტორიზებული ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც სანდო, გამჭვირვალე და კონკურენტული. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად დახვეწოს საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრას ის მცირე ხარვეზიც კი, რაც შეიძლება მანამდე ყოფილიყო. ჩვენ როგორც მმართველი პარტია კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე გადასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეპსისის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს. ამ ნაბიჯით „ქართული ოცნება“ როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას. დამოუკიდებლად იმისა, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის მანდატს თუ არა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)