2021-02-04 11:31:07, 566 ნახვა
საზოგადოება
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება
პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომზე განაცხადა.
„დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილობის შესახებ იმისა, რომ როდესაც, მაგალითად, პირბადის ტარების წესის დარღვევა მოხდება განმეორებით, შესაბამისი სანქცია, ჯარიმა გაორმაგდეს. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თანამედროვე მსოფლიოში ვერავინ ვერაფერი უფრო ეფექტური პანდემიის წინააღმდეგ, ვიდრე პირბადე, დისტანციის დაცვა, ტესტირება და შემდეგ უკვე ვაქცინაცია ვერ მოიგონა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს წესები დავიცვათ ეფექტურად. ეს ჩვენი ეკონომიკისა და ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან