|
2021-02-03 18:10:26, 474 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ყველაზე დიდი აფიორაა საზოგადოება დააჯერო, რომ არჩევნები გაყალბდა
„ყველაზე დიდი აფიორაა ქართულ საზოგადოებას დააჯერო, ან იმის მცდელობა გქონდეს, რომ არჩევნები გაყალბდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს, იმის მტკიცების თავი, რომ არჩევნები გაყალბდა, ოპოზიციას არ აქვს. „ბოლო წლების ყველაზე დიდი აფიორაა ქართულ საზოგადოებას დააჯერო, ან იმის მცდელობა გქონდეს, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციას შევთავაზეთ, რომ თუ ამ ნარატივის ერთი პროცენტი მაინც სჯერათ, პარლამენტში შემოვიდნენ, თავად გამოიძიონ და სამართლებრივი საფუძველი დადონ იმაზე, არჩევნები არათუ ტოტალურად გაყალბდა, არამედ ერთი პროცენტით მაინც გაყალბდა. ამის თავი არავის აქვს, რადგან დარწმუნებული ვართ, ასე არ იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)