03:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 15:34:55, 447 ნახვა

საზოგადოება
ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი უკანონოდ დააკავეს

ოკუპანტებმა სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს ერთი პირი.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განუცხადა.

„მიმდინარე წლის 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი. საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას.

არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართლებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics