03:42 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-03 15:19:27, 677 ნახვა

საზოგადოება
„სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით მიმდინარე პროექტის პრაქტიკული განხორციელების ფაზა დაიწყო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინიციატივით ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში (ODA-Official Development Assistance) მიმდინარე პროექტის პრაქტიკული განხორციელების ფაზა დაიწყო.

როგორც ექსპრესნიუსს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე ჰიდროგრაფიული სამსახურისათვის კორეული მხარის მიერ გადმოცემული ტექნიკის ინსტალირება და ადგილობრივი კადრების დატრენინგება მიდმდინარეობს.

"ჰიდროგრაფიული მოწყობილობები (TRBM) ორ სხვადასხვა ლოკაციაზე ფოთისა და ყულევის აკვატორიაში - ზღვის ფსკერზე იქნა განთავსებული. ისინი წყლის დინების მიმართულების, წყლის მახასიათებლების და სიჩქარის განსაზღვრას, ასევე მოპოვებული მონაცემების დაარქივებას ახორციელებენ. აპარატურა (TRBM) მობილურია და მისი გადაადგილება ზღვის ნებისმიერ რაიონში შესაძლებელია.

აღნიშნნული მოწყობილობით მოპოვებული ინფორმაცია აუცილებელია საზღვაო საქმიანობის განხორციელებისა და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

პროექტის ფარგლებში კორეული მხარის მიერ გადმოცემული ტექნიკის ღირებულება ერთ მილიონ ლარს შეადგენს", - აღნიშნულია ,,სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics