|
2021-02-03 12:14:55, 483 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება
დედაქალაქში მიმდინარე წელს რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. მათ შორისაა, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია, ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მოწყობა, ასევე, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „პანდემიის გამო, ბევრი პროექტის გადადება და პრიორიტეტების გადახედვა მოგვიწია. 2021 წელს გარკვეულწილად, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პროექტების ნაწილის განხორციელება დავიწყოთ. ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ჩატარდება, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია. განსაკუთრებით, მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა გარე განათების ქსელი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიმდინარე წელს ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციაც იგეგმება. სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება „აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ძირეულად მოწესრიგდება არსებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე და გარე განათების ქსელები, დამონტაჟდება LED სანათები. ყველამ იცის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ თუ კონკრეტულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოსაცვლელია და მხოლოდ ასფალტის საფარით შემოვიფარგლებით, მერწმუნეთ, ეს მხოლოდ წყალში გადაყრილი თანხები იქნება. ყველგან მსგავსი მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა თბილისის მერმა. გარდა ამისა, დედაქალაქში მიმდინარე წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება. ეს არის ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისა და ნინო ყიფშიძის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა. „როგორც კი პროექტი მზად იქნება, მაშინვე გამოვაცხადებთ ტენდერს სამუშაოებზე. პროექტის დასრულების შემდეგ, ყიფშიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გასვლა აღარ დაგვჭირდება და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე გასვლა პირდაპირ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, ასევე, მიმდინარე წელს დაიწყება უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. „მნიშვნელოვანი პროექტია ქალაქისთვის, რადგან ამ კონკრეტული გზით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს. ბაგები ყოველთვის დატვირთულია და გვინდა, ამ პროექტის საშუალებით, მოძრაობა განიტვირთოს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბაგებიდან საბურთალოზე მოხვედრა ვაკეში შემოსვლის გარეშე იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)