2021-02-02 22:49:47, 550 ნახვა
საზოგადოება
აკრძალვის მიუხედავად, შაბათს, 6 თებერვალს რესტორნებს გავხსნით - რესტორატორები
„აკრძალვის მიუხედავად, შაბათს, 6 თებერვალს რესტორნებს გავხსნით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რესტორატორი ლევან ქოქიაშვილი წერს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მცდელობის მიუხედავათ შეხვედრა გადაიდო.
„სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა.
რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.
აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი”, - წერს ლევან ქოქიაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,