08:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 14:17:30, 535 ნახვა

პოლიტიკა
არჩევნები თუ გაყალბდა, აქ რას აკეთებთ? - თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს ნიკა გვარამიას ნომერი ჩააწერინა

ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, იმაზე უსაბრეთ პარლამენტში, - ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქეებს საკუთარი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.

თეა წულუკიანმა ალეკო ელისაშვილს რიტორიკული კითხვით მიმართა, „თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?"

„თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან და ნომერიც ჩაგვაწერინოთ. მეც მინდა ჩემი ნომერი ჩაგაწერინოთ, 577 20 12 12 იქნებ მოინიშნოთ და ხალხმაც რომ იცოდეს, ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ეს ნიკა გვარამიას ნომერია და დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ?, - განაცხადა თეა წულუკიანმა.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics