|
2021-02-02 14:07:53, 551 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას - ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებთ, თუ რამე არ მოგწონთ, ჩვენზე მეტად იბრძოლეთ
მპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებთ, თუ რამე არ მოგწონთ, ჩვენზე მეტად იბრძოლეთ, - ასე მიმართა „მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმყოფება, ოპოზიციას. როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, მას სურს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები ქვეყანაში, რისი გარანტიც მის პარტიასა და „ქართულ ოცნებას" შორის გაფორმებული მემორანდუმია. „არჩევნები გაყალბდა თუ არა გვეკითხებიან, გაყალბდა, ჩვენ ამის გვჯერა. არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა, მაგრამ მაშინ რატომ ვართ ამ დარბაზში? იმიტომ ვართ, რომ ჩვენ გვინდა 31 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში იყოს ბოლო გაყალბებული არჩევნები და ეს მემორანდუმი არის ამის გარანტია. მე მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს ოპოზიციიდან, ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ, არ მოსწონთ რაც წერია იქ, იბრძოლონ ჩვენზე მეტად, გაცილებით მეტნი არიან. მეტად დაახევინონ უკან „ქართულ ოცნებას“, უფრო კარგი პუნქტები შეიტანონ მემორანდუმში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)