2021-02-01 17:28:31, 2176 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის 15 თებერვლიდან გახსნაზე მსჯელობს - „ექსპრესნიუსის“ ექსკლუზივი
საქართველოს მთავრობა და მასთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს,15 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნაზე მსჯელობს.
აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსი“-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.
მთავრობის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში წერია, რომ თუ ბოლო 7 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვების გეგმით გათვალისწინებულზე ადრე მოხსნა.
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ ელოდებიან საგანგებო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას.
ამასთანავე, უწყებაში ამბობენ, რომ სატრანპოსრტო კომპანია და სამსახურები მზად არიან, ნებისმიერ დროს შეუდგნენ მუშაობას.
ავტორი: ექსპრესნიუსი,