2021-02-01 16:02:37, 495 ნახვა
საზოგადოება
საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას
საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ Pfizer-ის ვაქცინას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთანავე, პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი აიცრება.
„საქართველო იქნება პირველ 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ ფაიზერის ვაქცინას, პირველ ეტპაზე ჩვენ მივიღებთ მხოლოდ იმისთვის, რომ პირველ რიგში ავრცათ ექიმები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ როგორც ორმხრივად, ასევე მრავალმხრივი პლატფორმების ფარგლებში ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენ გვექნება დამატებით ახალი ვაქცინები ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან