16:11 - 22 Apr, 2026
|
2021-02-01 14:11:45, 740 ნახვა
რეგიონი
გადადგეს ჩხოროწყუს სამარცხვინო მერი - ჩხოროწყუში აქცია მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მერიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები მუნიციპალიტეტის მერის გადადგომას ითხოვენ. აქციის წევრები ჩხოროწყუს მეორე სკოლის მეშვიდე კლასელების მიერ პედაგოგის დავალებით მერიის საპირფარეშოების დასუფთავების ფაქტს აპროტესტებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რამაზ გულია აცხადებს, აღნიშნული ინციდენტი „ქართული ოცნების“ სახეს ასახავს. „ჩვენი მოთხოვნაა, რომ ჩხოროწყუს სამარცხვინო მერმა დატოვოს თანამდებობა. საკრებულო რა დღეშია, ამ ყველაფერს „აპრავებენ“, გული არ შესტკივათ იმის გამო, რომ ეს ბავშვები დაიჩაგრნენ. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე“, - განაცხადა რამაზ გულიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)