2021-02-01 09:21:11, 556 ნახვა
საზოგადოება
სასწავლო პროცესი თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, დღეიდან საკლასო ოთახებში განახლდა
სასწავლო პროცესი თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, დღეიდან საკლასო ოთახებში განახლდა
სასწავლო პროცესი თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, დღეიდან საკლასო ოთახებში განახლდა.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესის განახლებაზე 15 თებერვლიდან იმსჯელებს.
„რაც შეეხება თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლებს, ამ ეტაპზე სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში გაგრძელება დაგეგმილია 1 მარტიდან.
15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და თუ 7 დღის მაჩვენებელი 4%-მდე დაიწევს, მოხდება შემდგომი შემსუბუქებების განხილვა“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან