18:14 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 12:03:48, 702 ნახვა

სამართალი
პოლიციამ სენაკში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ სენაკში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ზ.ნ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სენაკში დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა ოთხ პირს: 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ს, 1992 წელს დაბადებულ ხ.ს.-ს, 1960 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს და 1984 წელს დაბადებულ რ.ნ.-ს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics