2021-01-30 18:28:42, 592 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში ორსართულიანი შენობის ჩამონგრევისას დაშავებული არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია
ზუგდიდში ორსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელმა, მზია გერგედავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მოზარდს კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება.
„კლინიკაში 112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილი არის მოზარდი, მდედრობითი სქესის და მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, საშუალო სიმძიმისაა. უტარდება შესაბამისი კვლევები, მონიტორინგი და დინამიკაში დაკვირვება“, - განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობა დღეს ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 წლის გოგონა გამოიყვანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,