|
2015-10-03 18:37:54, 573 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში ყოფნის მიზეზები განმარტა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ის მიზეზები განმარტა, რის გამოც სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში იმყოფებოდა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ის უეფას ვიცე-პრეზიდენტს გრიგორი სურკისს შეხვდა, რომელთანაც მოგობრული ურთიერთობა აკავშირებს. „მე შევხვდი უეფას ვიცე პრეზიდენტს იგორი სუტკინს, წლებია მეგობრობული ურთიერთობა გვაკავშირებს“, - განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის უკვე ყოფილი დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის დაკავებას, როგორც კალაძემ აღნიშნა, ადამიანი ვინც აშავებს, მისი სტატუსის მიუხედავად სამართალდამცავებმა უნდა დააკავონ. „დაკავებაზე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ადამიანი ვინც აშავებს, ნარკოტიკებს მოიხმარს, ის სამართალდამცავებმა უნდა დააკავონ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ არის ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი, სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება რომ დააკავონ. ისინი მოიქცნენ კანონის ფარგლებში და კანონის ფარგლებშივე იქნა გათავისუფლებული“,- განაცხადა კახი კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)