2021-01-29 19:48:47, 608 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს ინფორმაციით, დეკანოზი თადეოზი მონასტერში გაგზავნეს - მიზეზი ქსენოფობიური და შოვინისტური ქადაგებაა
საპატრიარქოს ინფორმაციით, დეკანოზი თადეოზი მონასტერში გაგზავნეს.
ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურმა, თადეოზ სარალიძემ საეკლესიო მსახურებაზე ქსენოფობიური და შოვინისტური განცხადებები გააკეთა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,