|
2015-10-03 18:36:23, 600 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ორგანიზებით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის თავდაპირველი ვერსია შემუშავდა ევროკავშირის ექსპერტის მიერ, შესაბამის უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გავლის შედეგად. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული, დარგობრივი სამინისტროების კომპეტენციაში შემავალი, სხვადასხვა აქტივობები. ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილეების დონეზე წარმოდგენილები იყვნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)