2021-01-29 18:37:04, 545 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქოს პრესსამსახური: ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ტყუილია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე, პატრიარქის კოვიდინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეისბუქით" ეხმაურება.
როგორც მამა ანდრია ჯაღმაიძე წერს, ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებაზე არ შეესაბამება სინამდვილეს.
"ბევრი ზარებია ჟურნალისტების მხრიდან. გაცნობებთ, რომ ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს", - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კორონავირუსით დაინფიცირდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან