|
2021-01-29 15:55:08, 668 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან. ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან. რაც გულისხმობს იმას, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, დეტალურად საუბრის. ელექტრონული არჩევნების წესი, კარუსელის ნებისმიერი სახის პრევენციისთვის, ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას 5 საათის შემდეგ. სამი კამერა იქნება, სადაც „ლაივსტრიმი“ იქნება ყველა უბნიდან ისე, რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე. ცესკო-ში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, როგორც დღესაა „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, არამედ 7-ვე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი. ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ“, - განაცხადა ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)