06:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 14:11:17, 570 ნახვა

საზოგადოება
ატომური პროექტის მონაწილეთა შთამომავლები ლავრენტი ბერიას ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგებიან

ატომური პროექტის მონაწილეთა შთამომავლები ლავრენტი ბერიას ძეგლის დადგმას ეწინააღმდეგებიან.

როგორც რუსული მედია იუწყება, ისინი აღნიშნულს აფასებენ, როგორც პიროვნების რეაბილიტაციის პოლიტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო სტალინის რეპრესიებთან.

აღნიშნულთან დაკავშირებით ატომური პროექტის მონაწილეთა შთამომავლებმა დაწერეს წერილი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაგზავნეს.

"ნოვაია გაზეტა" ავრცელებს წერილის შინაარსს, სადაც აღნიშნულია, რომ ლავრენტი ბერია თამშობთა მთავარ როლს და ხელმძღვანელობდა მასობრივ რეპრესიებს, მილიონობით ადამიანს სასამართლოს გარეშე კლავდა. 

ამასთანავე, წერილში აღნიშნულია, რომ მიუღებელია ატომური პროექტის მონაწილეთა პროექტის გამოყენება იმისთვის, რომ "ბერია იყოს წარმოდგენილი იმავე დონეზე, რა დონეზეც პროექტის მონაწილეები, მეცნიერები და ღირსეული ადამიანები".

აღნიშნულ წერილს ჯერ არ უპასუხეს, თუმცა მანამდე მათ აღნიშნეს, რომ ბერიას ფიგურა იდგმევა იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობდა და კურირებდა ატომურ პროექტს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics