|
2015-10-03 17:01:37, 586 ნახვა
საზოგადოება
გეგა გობეჯიშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გობეჯიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფას რეკომენდაციით იქნა მიღებული. „ყრილობამ გადაწყვიტა, რომ ჩემს მაგივრად იქნება სხვა დელეგატი. მე აღარ ვარ დელეგატი იმიტომ, რომ უეფამ გადაწყვიტა ესე. არ ვიცი ჩემს ნაცვლად ვინ იქნება. მე მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, რომ მე ვარ რეზის ხმის დამჭერი და იმედი მაქვს, რომ ვინც იქნება, ისიც რეზის დაუჭერს მხარს. მე მზად ვიყავი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე“, - განაცხადა გეგა გობეჯიშვილმა. ცნობისთვის, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)