23:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 14:50:53, 563 ნახვა

საზოგადოება
პროფკავშირები მთავრობისგან შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მინიმალური ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ

საქართველოს პროფკავშირები მთავრობისგან შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მინიმალური ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

თბილისში, პარლამენტის შენობასთან პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით მიმდინარე აქცია დასრულდა. 

აქციაში 300-მდე პირი მონაწილეობდა.  მათ მთავარ მოთხოვნას, შრომითი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, მინიმალური ანაზღაურების გაზრდა წარმოადგენდა.

აქციის მონაწილეებს ტრასფარანტები ჰქონდათ გამოტანილი -  „ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია“, „შეცვალე მინიმალური ხელფასი“, „დასრულდეს კორპორატიული სიხარბე“.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ეთერ მათურელმა განუცხადა, აუცილებელია მოხდეს შრომის ინსპექციის გადახედვა და რაც მთავარია, ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება.

„ამ დღით ჩვენ ვუერთდებით მსოფლიო პროფკავშირულ მოძრაობას, გამოძახილს და ერთიანად ვატარებთ კვირეულს 3 ოქტომრიდან 7 ოქტომბვრის ჩათვლით. ყურადღებას ვამახვილებთ შრომის პირობებზე, შრომის ინსპექციის, მინიმალური ხელფასის გაზრდის აუცილებლობაზე და რაც მთავარია ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე “, - აღნიშნა ეთერ მათურელმა.

აქციამ ინციდენტების გარეშე დასრულდა. აქციის მონაწილეების უსაფრთხოებას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი უზრუნველყოფდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics