|
2015-10-03 13:41:33, 567 ნახვა
საზოგადოება
შოთა არველაძესა და რომან ფიფიას შორის დაპირისპირება მოხდა
შოთა არველაძესა და „დინამოს“ პრეზიდენტ რომან ფიფიას შორის დაპირისპირება მოხდა. რომან ფიფია ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ რეზი არველაძეს დელეგატები ჩაკეტილი ყავს და საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მიღების საშუალებას არ აძლევს. ფიფიას შოთა არველაძემ უპასუხა და უთხრა, რომ ცრუობს. არველაძემ ფიფია იმ ოთახთან მიიყვანა, სადაც რეზი არველაძე დელეგატებთან ერთად იმყოფებოდა და უთხრა, რომ იქ მათ ძალით არავინ აკავებდა. მან „დინამოს“ პრეზიდენტს დელეგატების ჩაკეტვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე პასუხიც მოსთხოვა. პროცესი ხმაურისა და ხმამაღალი შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. არველაძის მხარდამჭერებმა ფიფიას მატყუარა უწოდეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)