|
2021-01-27 19:10:32, 762 ნახვა
სამართალი
ივერი მელაშვილის ადვოკატს აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით შუამდგომლობას გაითვალისწინებს
„გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით და მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს პოზიციას“, - ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, არსებული მტკიცებულებებით კარტოგრაფების პატიმრობაში დატოვების საფუძველი არ არსებობს. „დღევანდელი ვიზიტი ეხებოდა ხვალინდელ პროცესს, იგივე აღკვეთის ღონისძიების და იმ შუამდგომლობის, რაც ჩვენ უნდა დავაყენოთ მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით. მელაშვილი მზადაა გამოყენებული იყოს ნებისმიერი ღონისძიება აღკვეთის, პატიმრობის გარდა. არსებული მტკიცებულებებით ნამდვილად არ არის საფუძველი პატიმრობის, აქედან გამომდინარე, გვაქვს შუამდგომლობა პატიმრობის მოხსნასთან დაკავშირებით და მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)