|
2021-01-27 18:30:21, 860 ნახვა
პოლიტიკა
ისეთ მასალებს დაგიდებთ, რომ „ქვას გახეთქავს“ - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის მთავრობას კორონავირუსთან საბრძოლველად არსებული თანხის მოპარვაში ადანაშაულებს. როგორც სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში აპირებს გამოაქვეყნოს მასალები, თუ როგორ იპარავს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველ ფულს. „კარგად ვიცი, არის ძალიან დიდი კორუფციული ხვრელი. 10 მილიარდი ლარი პრაქტიკულად განიავებული და მოპარულია. უახლოეს პერიოდში ვაპირებ, რომ დაგიდოთ ყველა მასალები, თუ როგორ იპარავთ კონკრეტული სახელებით, გვარებით და გადარიცხვებით კორონასთან საბრძოლველ ფულს. როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე, დახეიბრებაზე, ტანჯვაზე და თქვენ პოლიტიკურ დივიდენდებზე. სანამ არის კორონა, იმედი გაქვთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა და არ მოგთხოვთ პასუხს ყველა დანაშაულზე, მათ შორის არჩევნების მოპარვაზე. ისეთ მასალებს დაგიდებთ, რომ ქვას გახეთქავს. ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ეს შეგარჩინოთ. მიმართეთ მალტას და დროზე უშველეთ ხალხს. ეს არ არის მეათეხარისხოვანი ჩინური ვაქცინა, ეს არის უმაღლესი კლასის ამერიკული ვაქცინა, რომელიც შემოიტანა ევროკავშირმა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)