|
2015-10-03 12:10:29, 682 ნახვა
საზოგადოება
სასტუმრო „ ჰოლიდეი ინნ“-თან ლევან კობიაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
„კობი დავიბრუნოთ ფეხბურთი“, „არა არველაძეს, ეს ჩვენი ბრძოლაა“, „გულშემატკივრები ვირჩევბთ კობის“ - ასეთი შინაარსის ტრანსფარანტებით არიან შეკრები სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-თან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ლევან კობიაშვილოის მხარდამჭერები. ისინი დელეგატებს მოუწოდებენ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ. ლევან კობიაშვილის მხარდამჭერია ფეხბურთელი გივი კვარაცხელიაც. მისი განცხადებით, დღეს ქართულ ფეხბურთს უნდა ახალი სისხლი და კობიაშვილის სახით ამ სპორტს კარგი მომავალი ელოდება. „დღეს საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს და იმედია, რომ ლევან კობიაშვილი გაიმარჯვებს. სხვანაირად ქართულ ფეხბურთს არ ეშეველება. პირდაპირ ვიძახი ამას და ვუჭერ მხარს ლევან კობიაშვილს. ფეხბურთს უნდა ახალი სისხლი და ლევან კობიაშვილის სახით ქართულ ფეხბურთს კარგი მომავალი ელოდება“, - აცხადებს ფეხბურთელი გივი კვარაცხელია. ცნობისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა. თუ რის გამო არ იწყება საარჩევნო ყრილობა, ამ დრომდე ოფიციალურ კომენტარი არ გაკეთებულა. საარჩევნო ყრილობა 11:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)