07:52 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 14:37:25, 580 ნახვა

საზოგადოება
მეუფე იაკობი - თუ შევხედე, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ იქცევიან ისე, მესამე ძალა გექნებათ

ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ თუ ნახავს, რომ პოლიტიკური პარტიები შესაბამისად ვერ იქცევიან, ქვეყანაში მესამე ძალა გაჩნდება.

მისივე თქმით, ოპოზიციას არ აქვს იმხელა ძალა, რომ ქუჩაში ხალხი გამოიყვანოს.

„ქუჩაში იმდენი ძალა არ აქვთ რომ ხალხი გამოიყვანონ, წარმოიდგინეთ ახლა ეკლესიას რომ დასჭირდეს და ხალხს დაუძახოს, მასე ცოტა ხალხი გამოვა? რამე საჭირო რომ იყოს და რომ ვთხოვო ხალხს, როგორ გგონიათ, რამდენჯერ მეტი ხალხი გამოვა ხო? იმასაც გვაფიქრებინებენ რომ ჩავერიოთ, მაგასაც მოვიფიქრებთ თუ ასე გააგრძელეს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება დაღუპავენ ქვეყანას.

თუ შევხედე რომ პოლიტიკური პარტიები ვერ იქცევიან ისე, მესამე ძალა თუ გაინტერესებთ, გექნებათ მესამე ძალა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics