04:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 12:29:24, 553 ნახვა

პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძე - „ქართულ ოცნებას“ იმდენი გამბედაობა არ აქვს, რომ მანდატები ყველას გაუუქმოს

„ქართულ ოცნებას“ იმდენი გამბედაობა არ აქვს, რომ მანდატები ყველას გაუუქმოს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებების გაკეთებით კატა-თაგვობანას თამაშში შედის.

„ქართული ოცნება“ ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ კიდევ უფრო მეტ ჩიხში შევლენ და საკუთარ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებენ, თუ ყველას ერთად გააუქმებენ მანდატებს. გაუგონარი ამბავია, ამას ვერ ახსნის ვერც საზოგადოებასთან და ვერც დასავლელ პარტნიორებთან.

ერთის მხრივ, იმდენი გამბედაობა აქვს, რომ ყველას გააუქმოს მანდატი და ასეთ რადიკალურ ზომაზე წავიდეს. მეორე მხრივ, არალეგიტიმური პარლამენტი კიდევ უფრო არალეგიტიმური გახდება, იმიტომ რომ პარლამენტის უმეტესობას მანდატებს გააუქმებს, ამას ვერანაირად ახსნის ამიტომ შედის კატა-თაგვობანას თამაშში“, - განაცხადა ჩიხლაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics