04:43 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-27 12:08:09, 624 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან

ძალიან მალე მოვა დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტში ფრაქციებს შექმნიან, - ამის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცვლილებების მიზანია, ოპოზიციის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ცვლილებებით გათვალისწინებული საპარლამენტო ინსტრუმენტები მაქსიმალურად გამოიყენონ.

„მეორე საკითხი გახლავთ რეგლამენტში ცვლილებები. მოგეხსენებად ამასთან დაკავშირებით ჩვენ საზოგადოებას მივაწოდეთ ინფორმაცია და არგუმენტაცია. იმ ფონზე, როდესაც მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი ერთვება საპარლამენტო პროცესში, მათ მაქსიმალურად მიეცეთ საშუალება, რომ გამოიყენონ ის საპარლამენტო ინსტრუმენტები, რომლებიც რეგლამენტით აქვს მიცემული ოპოზიციურ ფრაქციებს. თუმცა, მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ფრაქციებსაც შექმნიან საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics