2021-01-27 12:06:20, 610 ნახვა
საზოგადოება
„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს - ქუთაისში აქცია მიმდინარეობს
„არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“ - ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. აქციის წევრები, არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრებმა განაცხადეს, რომ გაყალბებულ არჩევნებს არასდროს შეეგუებიან.
„ჩვენ გვინდა მერი, რომელიც ახლა ზის შენობაში, მოვიდეს და დაგველაპარაკოს, რატომ მოვედით, რატომ გამოვიარეთ ამდენი კილომეტრი, აქ მოვედით იმისთვის, რომ ქუთაისელ აქტივისტებს, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადეს აქტივისტებმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „საქართველოსთვის“ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქციებს რეგიონებში მართავს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან