2021-01-26 11:36:46, 1766 ნახვა
ომი უკრაინაში
ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპორტის გამკაცრებას გეგმავს
ევროკავშირი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპორტის გამკაცრებას გეგმავს.
აღნიშნულის მიზეზი, ვაქცინის ერთ-ერთ მწარმოებელ კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია.
ჯანდაცვის კომისარი სტელა კირიაკიდესი აცხადებს, რომ ევროკავშირი მიიღებსყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთიანი არიან: ვაქცინის შემმუშავებლებს აქვთ სოციალური და სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომლებიც უნდა დაიცვან“, - წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელში.
ამასთანავე, მანვე დასძინა, რომ ევროკავშირმა გამოითხოვა დეტალური გეგმა ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით AstraZenecas-სგან და შემდეგ შეხვედრას კომპანიასთან ოთხშაბათს გამართავს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან