|
2021-01-25 15:35:18, 640 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა
ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, NDI-ის მიერ გავრცელებული კვლევის შედეგების მიხედვით ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. როგორც მამუკა მდინარაძემ NDI-ის კვლევის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა, მისთვის აღნიშნული გამოკითხვის შედეგები გასაკვირია. „ჩემთვის ძალიან გულწრფელად ვიტყვი, რომ დღეს ცოტა გასაკვირიც კი იყო NDI-ის გამოკითხვის შედეგები, იმიტომ რომ ,ჩვენ ვიცით, წლების განმავლობაში მიზეზები, ძალიან სერიოზული ცდომილებების რაც გამოწვეული იყო ადგილობრივი იმ ორგანიზაციების მუშაობის შედეგად, რომელსაც ეყრდნობოდა NDI და რომელთა დიდი ნაწილი აფელირებული იყო კონკრეტულ ორგანიზაციებთან, როგორც ჩანს, ამ ფარგლებში და ლოგიკაში ვერ ჩაჯდა ისეთი შედეგები, როგორიც აწყობდა ნაცმოძრაობას. თქვენ იცით, რომ ისტორიულ მინიმუმზეა „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, რაც „ქართული ოცნების“ რეიტინგთან შედარებით, 6-ჯერ ნაკლებია და გამოკითხულ რესპოდენტთა 68% „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. ასევე ფაქტია და ეს არ არის ჩვენი მოსაზრება, NDI-იც ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების 2/3 მოუწოდებს ოპოზიციას, შემოვიდნენ პარლამენტში და მიიღონ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)