|
2021-01-25 14:36:41, 677 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა შემოვა - პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება დაინიცირდა
ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას. როგორც მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, საკანონმდებლო ორგანოში დაინიფიცრდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში შემოტანილი იქნება მხოლოდ ჯანმო-ს მიერ აღიარებული ვაქცინა. „საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას, რომელიც შემუშავდა და განხორციელდება მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. შესაბამისად, პარლამენტში დაინიცირდა უკვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრისათვის ან მკურნალობისათვის, შესაძლებელი იქნება შემოტანილი იქნას მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა, ამასთანავე, ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში, სახელმწიფომ კანონის დადგენილი წესით უზრუნველყოს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პრევენციული აცრების შემდგომი გვერდით მოვლენები გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ მედპერსონალის დაშვებული შეცდომით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)