09:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 17:45:00, 594 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მან კარანტინის წესი დემონსტრაციულად დაარღვია და აქციაზე ტესტის უარყოფითი პასუხით მივიდა

კარანტინის წესი დემონსტრაციულად დავარღვიე, - ამის შესახებ პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა.

პოლიტიკოსი აქციაზე კორონავირუსის უარყოფითი ტესტის პასუხით მივიდა და აღნიშნა, რომ 12 დღიანი კარანტინი უაზრო წესია.

"უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12 დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას.

ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში", აცხადებს გიორგი ვაშაძე.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ.

ასევე გაცნობებთ, რომ აქციის მონაწილეების განცხადებით ისინი მოთხოვნების შესასრულებლად მთავრობას 48 საათს აძლევენ, წინაღმდეგ შემთხვევაში სამთავრობო შენობების პიკეტირებას აანონსებენ.

ამავდროულად დღეს საღამოს კომენდანტის საათის ამოქმედებისთანავე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობა გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics