02:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-24 13:19:58, 755 ნახვა

კომენტარი
მეუფე გერასიმე ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში რუსულ ენაზე ჩატარებული წირვა-ლოცვის გამო საპასუხო ქმედებებს არ გამორიცხავს

მეუფე გერასიმე ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში რუსულ ენაზე ჩატარებული წირვა-ლოცვის გამო საპასუხო ქმედებებს არ გამორიცხავს.

ამის შესახებ მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის ეპარქიას ოფიციალური წერილით უკვე მიმართა და მათგან პასუხს ელოდება, რის შემდეგაც საპატრიარქო მოქმედებაზე გადავა.

„გვექნება კომუნიკაციები და მერე უკვე დავილაპარაკებთ ყველა იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არა მხოლოდ ცხონვალს, არამედ აფხაზეთსაც.

ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია რომ შობას იყო წირვა და ნათლისღებაზეც ჩაატარეს, მანამდე არ გვქონია ინფორმაცია.  ჩვენ მივმართეთ წერილობით და ველოდებით მათგან პასუხს.

თუ პასუხი არ იქნება, ამას მოჰყვება რეაგირება. შევიკრიბებით პატრიარქთან და ჩამოვყალიბდებით სამოქმედო გეგმაზე“, - განაცხადა მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics