|
2021-01-23 17:46:35, 805 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავას განცხადებით, ერთპარტიულ პარლამენტში ინჯია და ელისაშვილი ორი ალუბალივით ედებათ
„შეუძლია შეწყვიტონ უფლებამოსილება და გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ერთპარტიულ პარლამენტში ინჯია და ელისაშვილი ორი ალუბალივით ედებათ . "საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებზე, როდის შეიძლება ჩაინიშნოს, როდის შეიძლება იყოს ქვეყნისთვის ოპტიმალური, ეს რა თქმა უნდა უნდა იყოს საუბრის თემა, მეორე საუბრის თემა არის პოლიტპატიმრები, პოლიტპატიმრების პირობებში არჩევნების ჩატარება ყოველთვის იქნება სათუო და კითხვის ნიშნების შემცველი, მესამე, საარჩევნო რეფორმა, რომელზეც როგორც ჩვენ მოვისმინეთ ნაწილობრივ მაინც ქართული ოცნება, ჩვენს გარეშეც ვალდებულია გააკეთოს, ამიტომ ნურავინ ამ ვალდებულებას მათ მიღწევად ნუ წარმოაჩენს.ეს არის საკითხები, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ მათ ვესაუბროთ, ექნებათ სურვილი ვისაუბრებთ, არ ექნებათ სურვილი და მათი ქმედებაა დარჩენილი, შეუძლია შეწყვიტონ უფლებამოსილება და ოფიციალურად გააფორმონ ერთპარტიული პარლამენტი და შესაბამისად,ორი ალუბალივით ედებათ ინჯია და ელისაშვილი“, - განაცხადა უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)