|
2015-10-02 16:43:49, 2449 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს
შპს „გლობალ თრეიდმა“ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მინი საამქრო დიდ საწარმოდ გადააქცია. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, არარასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შპს „გლობალ თრეიდს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 207 918 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადაეცა. კომპანიას კი სახელმწიფოს წინაშე აქვს ვალდებულება 2 წლის ვადაში დაიწყოს წარმოება, რისთვისაც 831 672 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით საწარმო დადგენილ დროზე ბევრად უფრო ადრე ამოქმედდება. ის წლიურად 5 000 ტონამდე თხილის გადამუშავებას გეგმავს, რომლის ექსპორტი გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელდება. მინი საამქროში 40 ადამიანი უკვე მუშაობს. საწარმოს სრულად ამუშავების შემდეგ კიდევ 60 ადამინი დასაქმდება. ბოლო სტატისტიკით აჭარაში დაახლოებით 2500-3000 ტონამდე თხილის მოსავალს ელიან. საწარმოს ამოქმედების შემდეგ თხილის ჩასაბარებლად ფერმერი არ იქნება მეზობელ რეგიონში წასასვლელი, რაც ცალკე ტრანსპორტირების ხარჯებს ითხოვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)