2021-01-22 15:48:17, 1081 ნახვა
საზოგადოება
პანდემის გამო დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრით საქართევლო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა - Oxford
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო მსოფლიოში მერვე ადგილზეა.
აღნიშნული ინფორმაცია Oxford-ის სპეციალური ინდექსის გამოქვეყნების შემდეგ გახდა ცნობილი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების საწინაარმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების სიმკაცრეს ზომავს.
ინდექსს შეადგენს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცა ე.წ კომენდატის საათი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროცესის შეჩერება და ბიზნესისთვის დაწესებული შეზღუდვები.
ინდექსის პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- აზერბაიჯანი – 89.8 ქულა;
- ზიმბაბვე – 87.04 ქულა;
- ერიტრეა – 86.01 ქულა;
- ირლანდია – 85.1 ქულა;
- გერმანია – 85.1 ქულა;
- ისრაელი – 85.1 ქულა;
- ვენესუელა – 84.2 ქულა;
- საქართველო – 84.2 ქულა;
- კვიპროსი – 84.2 ქულა;
- ნიდერლანდები – 84.2 ქულა;
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან