|
2021-01-22 14:13:29, 755 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც წყდება საკითხი, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ არა
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც წყდება საკითხი, ვინ უნდა იყოს პატიმრობაში და ვინ არა. მისივე თქმით, მოლაპარაკებებზე პატიმრების საკითხი განხილვის საგანი ვერ იქნება. „პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ვინ უნდა იყოს პატიმრობაში, წყდება. ეს არის მართლმსაჯულების საკითხი. ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალიან სერიოზული ახალი მტკიცებულებები რომელიც კიდევ უფრო სერიოზულ წონას აძლევს იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში არსებობს. დავით გარეჯის თემა არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, შესაბამისად, აქ ობიექტური, მიუკერძოებელი პასუხები უნდა გაეცეს კითხვებით და ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს გამოძიება. ვერც ერთი პოლიტიკოსი, მათ შორის ვერც უმრავლესობის ვერ მისცემს თავს უფლებას, რომ ამ საქმეზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებებში ეს საკითხი არ განიხილება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)